17 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
საქართველოს ჩინეთში გახსნილ საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენაზე საპატიო ქვეყნის სტატუსი მიენიჭა

ჩინეთში, ქალაქ სიამენში უმსხვილესი საერთაშორისო საინვესტიციო და სავაჭრო გამოფენა გაიხსნა. გამოფენაზე საქართველოს საპატიო ქვეყნის სტატუსი მიენიჭა და განსაკუთრებული საგამოფენო სივრცე გამოეყო.

გამოფენაზე განთავსებული იქნება მთავრობის პროგრამების, საინვესტიციო, ექსპორტიორი და ღვინის მწარმოებელი კომპანიების სტენდები.

გამოფენის განმავლობაში დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება, გაესაუბროს ქართული კომპანიებისა თუ სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს.

დღის ამბები