17 მაისი 2024,   06:06
ვრცლად
ტრამპი ხვალ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით პირველად გამოვა

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ნიუ იორკში იმყოფება. ტრამპი ხვალ გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით პირველად გამოვა. სადებიუტო გამოსვლის დროს ის ძირითადად ჩრდილო კორეის კრიზისსა და გლობალურ უსაფრთხოებაზე ისაუბრებს.

ნიუ იორკში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა.

გავრცელებული ცნობით, რექს ტილერსონმა და სერგეი ლავროვმა დახურულ კარს მიღმა სირიისა და უკრაინის კრიზისი განიხილეს. მოლაპარაკებები 45 წუთს გაგრძელდა.

დღის ამბები