17 მაისი 2024,   05:54
ვრცლად
ქვეყნის მასშტაბით 3634 საარჩევნო უბანი უკვე დაკომპლექტებულია

3634 საარჩევნო უბანი ქვეყნის მასშტაბით უკვე დაკომპლექტებულია და მუშაობა დაიწყო. საუბნო კომისიებში გამოკრულია საარჩევნო სიებიც. ქვეყნის მასშტაბით პირველი სექტემბრის მონაცემებით, 3 442 455 ამომრჩეველია. ცესკოს მიმართავს ამომრჩეველს, რომ საკუთარი თავი გადაამოწმონ საარჩევნო სიაში.

ამომრჩეველს საარჩევნო უბანთან ერთად, გადამოწმების შესაძლებლობა აქვს ელექტრონულად, ცესკოს ვებ გვერდზე და სწრაფი გადახდის აპარატებში ჩატვირთულ სპეციალურ აპლიკაციაში. საარჩევნო სიაში თუ ამომრჩეველი არ აღმოჩნდება, ამის შესახებ შესაძლებელია 3 ოქტომბრამდე საუბნო კომისიას წერილობით მიმართოს.

 

დღის ამბები