სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ციხეებში არაფორმალური მმართველობის ფაქტები ფიქსირდება "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი გამოეხმაურა. შალვა ნათელაშვილის თქმით, კრიმინალებს ხელისუფლებისგან მოქმედების სრული თავისუფლება აქვთ მიცემული. ნათელაშვილსი შეფასებით ქვეყანაში კრიმინალიტეტისა და ოლიგარქიის დიქტატურაა:
"არა მარტო სრული კარტ-ბლანში აქვთ ქურდებს და კრიმინალიტეტს სპეციალურ ზონებსა და ციხეებში, არამედ ისინი უკვე პოლიტიკურ საკითხებს წყვეტენ, არჩევნებს აყალბებენ, ხალხს ატერორებენ, ამომრჩეველზე ნადირობენ, ისინი დგანან საარჩევნო უბნების წინ და ხმამაღლა ემუქრებიან მოსახლეობას, რომ ვინც ხმას მისცემს ოპოზიციას, ამას ვუზამთ და იმას ვუზამთ. კრიმინალიტეტის და ოლიგარქიის დიქტატურაა საქართველოში," - განაცხადა ნათელაშვილმა.