სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ციხეებში არაფორმალური მმართველობის ფაქტები ფიქსირდება, უმრავლესობის ლიდერი არ ეთანხმება. ამ კონტექსტში, მამუკა მდინარაძე ყოფილი ხელისუფლების პერიოდს იხსენებს:
"როდესაც არ შეგიძლია თქვა, რომ ციხეში ვინმეს აწამებენ, ციხეში ვინმეს კლავენ, როგორც ეს ჩვენ ძალიან ბნელ წარსულში იყო, თავისი ბნელი წარმომადგენლებით, მაშინ უკვე ლაპარაკობ, რომ ვიღაცას ვიღაცაზე მეტი გავლენა აქვს პატიმრებში და ამ საკითხს ეჭიდები, ეს უკვე ალბათ მიღწევაა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ასეთიც არ არსებობს," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.