პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, არცერთ პარტიას არ წარმოადგენს და შესაბამისად, საარჩევნო სისტემაზე საკუთარ მოსაზრებებს პოლიტიკურ პარტიებსა და საზოგადოებას თავს ვერ მოახვევს.
პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ სპექტრი შეთანხმებას მიაღწევს.
"მე რომელსაც ვემხრობი მაქვს არაერთხელ ნათქვამი, მაგრამ მე, როგორც პრეზიდენტს, არ მაქვს უფლება ჩემი პირადი მოსაზრება მოვახვიო თავს მოსახლეობას ან პოლიტიკურ პარტიებს. მე ამ საკითხე უნდა დავუთმო მოსაზრებები პოლიტიკურ პარტიებს, მე არ ვარ არცერთი პარტიის წევრი. მე შემიძლია ვთქვა, რომ ვისურვებდი ამ საკითხზე დაპირისპირების მაგივრად მოინახოს გამოსავალი, ეს მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.