18 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
გუშინ გამართული მოლაპარაკებები საკმაოდ რთული იყო, თუმცა პროცესი გრძელდება - ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებები რთული იყო, თუმცა იმედის გამოთქვამს, რომ პროცესი გაგრძელდება.

როგორც კარლ ჰარცელი მიიჩნევს, პოლიტიკური კრიზისის გასამუხტად დიალოგი ულატერნატივოა.

"ოპტიმისტი ვარ, ჩვენი როლი მხარეებს შორის დიალოგის უზრუნველყოფაა. გუშინ ვთქვი, რომ დისკუსია რთული იყო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, პროცესი გრძელდება და ევროკავშირი ქმნის არეალს, სადაც მოსაზრებების გაზიარება ხდება. ახლა ვაკვირდებით ყველა არსებულ შესაძლებლობას," - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის ინიციატორები სწორედ დიპლომატები არიან.

 

დღის ამბები