18 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
დაპირებული პროპორციული სისტემა პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით ვერ განხორციელდა - გიორგი გახარია

ამერიკელი კონგრესმენების განცხადებას ადრესატმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა.

გიორგი გახარიას განცხადებით, დაპირებული პროპორციული სისტემა პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით ვერ განხორციელდა.

რაც შეეხება 20 ივნისის აქციას, გიორგი გახარიას თქმით, გამოხატვის თავისუფლება ქვეყანაში საკმაოდ მაღალი სტანდარტით მიმდინარეობს, ხოლო დარბევის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაგზავნას პრემიერ-მინისტრი წერილის ავტორებისთვის აპირებს.

"საქართველოს და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ის დონე, რომელიც ჩვენ გვაქვს დღეს - არ გვქონია არასოდეს. საქართველოს არ ჰქონია არასდროს ასეთი მნიშვნელოვანი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის ნაწილში. ეს ყველაფერი ჩვენი დღევანდელი დღეა.

რაც უფრო მეტ შედეგებს ვაღწევთ, ჩვენი მეგობრები და პარტნიორები ჩვენგან მეტს ითხოვენ და მეტი მოლოდინები აქვთ.

რა თქმა უნდა, ჩვენც გვინდოდა პროპორციული არჩევნები ყოფილიყო 2020-ში, მაგრამ პოლიტიკური პროცესია, რომელიც მიმდინარეობს პარლამენტში.

აქციის დაშლასთან დაკავშირებით ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულად მივაწვდით რეალურ და ობიექტურ ინფორმაციას და ამ ნაწილშიც ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ. ჩვენ დარწმუნებული ვართ ყველა იმ ნაბიჯში, რომელიც იყო აქციების დროს.

არასოდეს გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში ისე დაცული და ღია არ ყოფილა, როგორც არის დღეს და ეს ფაქტია. ამას მე კი არ ვაფასებ მარტო, ამას აფასებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები და ა.შ." - აცხადებს გიორგი გახარია.

დღის ამბები