18 ნოემბერი 2024,   15:45
ვრცლად
"კუხიანიძისნაირი ხალხი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში“ - აკაკი მინაშვილი  

საკრებულოს შენობასთან ოპოზიციის წევრების ნაწილი იმყოფება. ისინი ვაჟა გაფრინდაშვილის მისამართით "ქართული ოცნების“ დეპუტატ ერეკლე კუხიანიძის  განცხადებას ეხმაურებიან.

"კუხიანიძისნაირი ხალხი არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, მათ არ აქვთ არავითარი მორალური უფლება, იყვნენ ამ შენობაში, ისხდნენ და განაგებდნენ საქართველოს დედაქალაქს. ამიტომ, ეს არის პროვოკაციების გზა,  რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს ამ ხელისუფლების დასასრულს,“ - აცხადებს აკაკი მინაშვილი.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება შექმნილ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის აღებას გაურბის.

"ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები პასუხისმგებლობას თავად იღებდნენ და პოლიტიკურ პროცესებთან მიმართებით საკუთარ  პოზიციას აფიქსირებდნენ, ისინი ახდენენ მოქალაქეების ერთმანეთში დაპირისპირების ინსპირირებას და ბუნებრივია, ეს კარგის ნიშანი არ არის,“ - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აქციაზე, სადაც ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო აქტივისტები ერეკლე კუხიანიძის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვენ, "ქართული ოცნების" მხარდამჭერები მივიდნენ. მათ გამოჩენას სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. 

დღის ამბები