18 ნოემბერი 2024,   15:43
ვრცლად
ფსიქოლოგები მოსწავლეებთან მუშაობენ - განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი

განათლების სამინისტროს ფსიქო-მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგები "მწვანე სკოლისა“ და რამდენიმე სხვა სკოლის მოსწავლეებთან მუშაობას აგრძელებენ - ამის შესახებ განცხადება განათლების მინისტრმა გააკეთა.

მიხეილ ჩხენკელის თქმით, ფსიქოლოგები მოსწავლეებთან მუშაობენ, რათა მათ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტის გამო გამოწვეული სტრესი დაძლიონ.

როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სამინისტროს მიერ, საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება მიმდინარეობს.

"როგორც მოგეხსენებათ, სამინისტროს მიერ დაწყებულია და მიმდინარეობს საჯარო სკოლებში მოსწავლეთა უსაფრთხოების მიმართულებით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. კერძოდ, სკოლებში მანდატურის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადება.

ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესები დაიწყოს კერძო სკოლებშიც. ამ მიმართულებით, პრემიერ-მინისტრისგან დაგვევალა კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება და დაწყებულია კონკრეტულ გეგმაზე მუშაობა. ჩვენ ერთი კვირის ვადაში წარმოვადგენთ ზუსტ და დროში გაწერილ გეგმას, რომელიც მოიცავს როგორც საკანონმდებლო, ასევე პრაქტიკულ ინიციატივებსაც და ახალი სერვისების შექმნას,“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

 

დღის ამბები