18 ნოემბერი 2024,   15:42
ვრცლად
100 დღე თავდაცვის სამინისტროში - ირაკლი ღარიბაშვილი უწყებაში მისი ხელმძღვანელობის პერიოდი შეაჯამა

100 დღე თავდაცვის სამინისტროში - ირაკლი ღარიბაშვილი უწყებაში მისი ხელმძღვანელობის პერიოდი შეაჯამა. ანგარიშის პრეზენტაციის დროს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასებზე 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ. ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა იმ პროექტებზე, რომელსაც უწყება 2020 წელს განახორციელებს.

"2020 წელი ჩვენ გამოვაცხადეთ ჯარისკაცებზე ზრუნვის წლად, მთავარი პრობლემა, რომელიც ყველას გვაწუხებს, ეს არის თავდაცვის ძალების ინფრასტრუქტურა. 2019 წელთან შედარებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თითქმის 4-ჯერ მეტს, 100 მილიონ ლარს დავხარჯავთ და ეს თვისობრივად გააუმჯობესებს და NATO-ს წამყვანი ქვეყნების სტანდარტს გაუთანაბრებს ჩვენი ჯარის ინფრასტრუქტურას. ჩვენი კიდევ ერთი პრიორიტეტი არის ის, რომ სამხედროების ანაზღაურება იყოს ღირსეული, მოგეხსენებათ პირველი ნოემბრიდან ჩვენ უკვე გავუზარდეთ ხელფასები სამხედროებს წოდების მიხედვით 100-დან 500 ლარამდე, 2020 წელსაც გაუმჯობესდება ჩვენი ჯარისკაცების სახელფასო პოლიტიკა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები