18 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
ვახტანგ გომელაურმა ბათუმში დაჭრილი პატრულ-ინსპექტორი მოინახულა

ბათუმში დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, თუმცა ექიმები დადებით დინამიკაზე საუბრობენ. ოთარ თავართქილაძე მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში მოინახულა შს მინისტრმა. საავადმყოფოში თანამშრომლის მონახულების შემდეგ, ვახტანგ გომელაური ოთარ თავართქილაძის მეწყვილეს ავთანდილ მჟავანაძეს შეხვდა.

გომელაურმა მადლობა გადაუხადა იმ  მოქალაქეს რომელიც პატრულს დამნაშავის დაკავებაში დაეხმარა:

"რამდენიმე დღის წინ მოხდა ჩვენი პატრულის დაჭრა. მეწყვილემ მოახერხა ადგილზევე დაკავება, ასევე მოქალაქე მიეხმარა და დიდი მადლობა მინდა იმ მოქალაქეს გადავუხადო, რომელიც მიჰყვა საავადმყოფომდე.

სახლიდან რომ გამოდიან არ იციან დაბრუნდებიან თუ არა სახლში ცოცხალი ან ჯანმრთელი, მინდა რომ ყველამ პატივი ვცეთ ამ ადამიანებს, მართლა გმირები არიან," - განაცხადა გომელაურმა.

ბათუმში მომხდარი ინციდენტი ქუჩის სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. დამნაშავე ადგილზე დააკავეს.  გამოძიება სამართალდამცველზე თავდასხმის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები