"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ზონდერ-მატრაბაზის გიჟური გამოხტომები,"- ასე შეაფასა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, ლევან ხაბეიშვილის პროტესტი, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა ერეკლე კუხიანიძეს სხდომა დაეტოვებინა.
"რა პროტესტზე ლაპარაკობთ, სასტვენიანი მასხარა რომ ხალხს აცინებს? რომ გადავიდა შეურაცხყოფაზე და გაიქაჩა ხელის დასარტყმელად "ოცნების" დეპუტატებზე?! გრძელდება "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ზონდერ-მატრაბაზის გიჟური გამოხტომები, რომელიც ცდილობს, ფსიხოზში შეიყვანოს ქვეყანა, მაგრამ კიდევ გეუბნებით, ეგ არ გამოუვა,"- განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.
შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი გარემოს დაცვის კომისიის სხდომაზე ერეკლე კუხიანიძის მიერ სხდომის დატოვებას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, სხდომის ჩაშლით იმუქრებოდა.
ამას ლევან ხაბეიშვილისა და "ქართული ოცნების" დეპუტატის, გიორგი დოხტურიშვილის ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.