18 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
2020 წლიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე დაწესდება

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა დღე დაწესდება. 

ახალი ინიციატივის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა "დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის" ფონდის 2019 წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე განაცხადა.

სიტყვით მიმართვისას ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა და ამ კუთხით თავდაცვის სამინისტროს ახალ ხედვაზე ისაუბრა.

"ჩვენ ახალი, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, 2020 წლის იანვრიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმებისა და ზოგადი ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასზე 200-დან 800 ლარამდე დანამატები დაუწესდებათ," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები