18 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
საოკუპაციო ძალებმა ახალგორში მოსახლეობის აღწერა დაიწყეს

ახალგორში საოკუპაციო ძალებმა რეგიონში დარჩენილი მოსახლეობის აღწერა დაიწყეს.

ადგილობრივი მოსახლეობა ვერ აკონკრეტებს რა მიზანს ემსახურება აღწერა, თუმცა არ გამოირიცხება, რომ პროცესი "ჰუმანიტარულ დახმარებას" უკავშირდებოდეს, რადგან ბოლო დღეებში რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ ახალგორში ორი სატვირთო ავტომანქანით საკვები ჩაიტანეს.

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი" კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააგრძელოს მუშაობა, მათ შორის, საერთაშორისო დონეზე, ახალგორის იზოლაციის დროულად დასასრულებლად.

"200 სამხედროები ყველა იქ მყოფ მოქალაქეს გამოკითხავენ, მიზანი ამ გამოკითხვის უცნობია.

ჩვენი აზრით ეს პროცესი საკმაოდ გაურკვეველია, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ იყოს ჰუმანიტარული დახმარების მიზნით. შესაბამისად ოკუპანტებს სჭირდებათ ზუსტი რაოდენობა იმ ადამიანების, ვინც დღევანდელი მონაცემებით ახალგორში იმყოფება.

ამიტომაც არის აუცილებელი, რომ ხელისუფლებამ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას იქ დარჩენილი თითოეული მოქალაქის საჭიროების დასაკმაყოფილებლად," - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

დღის ამბები