18 ნოემბერი 2024,   15:47
ვრცლად
უკანონო შეზღუდვები აზიანებს უსაფრთხოებას - სუსი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ საზღვრის ჩაკეტვაზე

წინასაახალწლოდ ე.წ საზღვარზე ერთადერთი ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვასთან დაკავშირებით ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას თბილისში გამოხმაურება მოჰყვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს და აცხადებს, რომ უკანონო შეზღუდვები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას.

"საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გარკვეული პერიოდულობით, გამოგონილი მიზეზებით უკანონოდ ზღუდავენ თავისუფალ გადაადგილებას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. უკანონო შეზღუდვები მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ართულებს ადგილობრივების ყოველდღიურ ცხოვრებას," - აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

შეგახსენებთ, საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ სოფელ ქარზმანში მდებარე ე.წ გამშვები პუნქტი  30 დეკემბრის 20:00 დაიკეტება და 3 იანვრის 6:00 საათზე გაიხსნება. კიდევ ორი ე.წ გამშვები პუნქტი ახალგორთან და სოფელ სინაგურთან ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა სექტემბრის დასაწყისში, გამწვავებული ვითარების საბაბით დაკეტა.

დღის ამბები