დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ორსული ქალის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევას გამოეხმაურა.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ორსული ქალისა და ნაყოფისთვის გრიპის ვირუსი უფრო დამაზიანებელია, ვიდრე COVID-19.
"გრიპის ვირუსი უფრო მეტად დამაზიანებელია ორსული ქალისთვის და ნაყოფისთვის, ვიდრე კორონავირუსი," - ამბობს გამყრელიძე.