17 მაისი 2024,   07:02
ვრცლად
სადენებს გაუჩნდა ცეცხლი, რის გამოც მოხდა დაკვამლიანება და ჩაირთო ავტომატური ევაკუაცია, ამ ეტაპზე შენობა სრულად დაცლილია - რა მოხდა "თბილისი გალერეაში" და რას ამბობენ თვითმხილველები

"თბილისი გალერეაში" ევაკუაციის გმოცხადების მიზეზი, ხანძარი იყო, რაც   ელექტროგაყვანილობამ გამოიწვია. 

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტში გაჩნდა, თუმცა "კურიერის" ინფორმაციით, ამ წუთებში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ხანძრის მიზეზი ელექტროგაყვანილობა იყო. სწორედ ამიტომ, საკმაოდ დიდი დაკვამლიანება შეინიშნებოდა ადგილზე. 

"ერთ-ერთ ობიექტში სადენებს გაუჩნდა ცეცხლი, რის გამოც მოხდა დაკვამლიანება და ჩაირთო ავტომატური ევაკუაცია. ამ ეტაპზე შენობა სრულად დაცლილია. ყველა მომხმარებელი გარეთ უსაფრთხოდ გამოვიდა. ამ მომენტში რადგან შენობაში მცირედი დაკვამლიანება მაინც არის, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე მომხმარებელებს შიგნით არ ვუშვებთ, სანამ სრულად არ გაიუწმინდება შებობა. ცეცხლის კერის ლოკალიზება ძალიან მალე მოხდა და ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება,"- აცხადებს კომუნიკაციების სამსახურის უფროსი ნინი ადუაშვილი. 

ამის მიუხედავად, სავაჭრო ცენტრმა მუშაობა შეწყვიტა. ცეცხლის გაჩენის მომენტში "თბილისი გალერეაში" საკმაოდ ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.

ხანძარი სხვა ობიექტებზე არ გავრცელებულა და მისი ლოკალიზება უსაფრთხოების სამსახურმა მოახერხა.

 

დღის ამბები