19 სექტემბერი 2024,   19:41
ვრცლად
მაღალი ხარისხის ინტერნეტი და დაფარვა მთელი საქართველოს მასშტაბით - "სელფი მობაილი" 5G ქსელს დანერგავს

მაღალი ხარისხის ინტერნეტი და დაფარვა მთელი საქართველოს მასშტაბით - "სელფი მობაილმა", "ნოკიასთან" 4G ქსელის განახლებასა და 5G ქსელის დანერგვაზე ხელშეკრულება გააფორმა.

შეთანხმების მიხედვით, "ნოკია" არსებული საბაზო სადგურების მოდერნიზებას და ახალი საბაზო სადგურების აშენებას უზრუნველყოფს.

ახალი სადგურები უკვე მორგებულია 5G ტექნოლოგიას. სამუშაოების შედეგად, "სელფის" მომხმარებლები ისარგებლებენ მაღალი ხარისხის კავშირგაბმულობით, მათ შორის, სწრაფი ფართოზოლოვანი სერვისების სრული დაფარვითა და შესაძლებლობებით. სამუშაოების დაწყება, ნოემბერში იგეგმება.

დღის ამბები