19 სექტემბერი 2024,   19:20
ვრცლად
კადრები ალმატიდან, სადაც ჩანს, როგორ ხტებიან ადამიანები ცეცხლმოკიდებული კორპუსიდან - ყაზახეთში ძლიერი ხანძარი იყო

ყაზახეთში, ალმატიში ერთ-ერთ მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში, გუშინ ძლიერი ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის გამო, კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი სახლის ფანჯრებიდან ხტებოდნენ, მოქალაქეები კი მათ ლეიბების დახმარებით იჭერდნენ.

შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, ამ დროისათვის ჰოსპიტალიზებულია 31 მოქალაქე, მათ შორის, 16 ბავშვია.

თვითმხილველების ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა საევაკუაციო კიბით სარგებლობა ვერ შეძლეს, რადგან მაცხოვრებლებს კიბეებზე საკუთარი ნივთები ჰქონდათ განთავსებული და მაშველებმა გავლა ვერ შეძლეს. მიუხედავად ამისა, მაშველებმა 300-მდე ადამიანის ევაკუაცია მოახერხეს.

დღის ამბები