19 სექტემბერი 2024,   19:26
ვრცლად
იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა

იუსტიციის სახლში ევაკუაცია გამოცხადდა. ადგილზე მობილიზებულნი არიან სამართალდამცველები. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.

როგორც იუსტიციის სახლის თანამშრომლები აცხადებენ, შენობაში განგაშის სიგნალი ჩაირთო, რის შემდეგაც დაცვამ შენობის დაუყოვნებლივ დატოვება მოითხოვა.

ფაქტის ამსახველ ვიდეოს სოციალურ ქსელში მოქალაქეებიც ავრცელებენ.

"რუსთავი 2" დეტალების გარკვევას ცდილობს.

დღის ამბები