19 სექტემბერი 2024,   19:32
ვრცლად
აუცილებელია განვითარდეს სამშვიდობო დიპლომატია, რომელიც მიმართულია კონფლიქტების მოგვარებისა და დაძაბულობის შესამცირებლად - რომის პაპი

"ევროპისადმი ღრმა სიყვარულით და დიალოგის სულისკვეთებით, რომელიც განასხვავებს ამ კონტინენტს, შეგვიძლია, ვკითხოთ მას: "სად მიდიხართ, თუ არ უჩვენებთ მსოფლიოს მშვიდობის გზას, კრეატიულ გზებს უკრაინაში ომის და ამდენი სისხლისღვრის გამომწვევი კონფლიქტების დასასრულებლად?"- ეს განცხადება რომის პაპმა ფრანცისკემ გააკეთა.

პონტიფიკოსმა დაგმო იარაღის წარმოებაში ინვესტიციების ზრდა და აღნიშნა, რომ იარაღი არ არის სამომავლო ინვესტიცია, მას შეუძლია ადამიანური კაპიტალის ამოწურვა.

მისი თქმით, აუცილებელია განვითარდეს სამშვიდობო დიპლომატია, რომელიც მიმართულია კონფლიქტების მოგვარებისა და დაძაბულობის შესამცირებლად.

დღის ამბები