19 სექტემბერი 2024,   19:27
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, არჩილ დევრისაშვილის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს. არჩილ დევრისაშვილი ბახმუტთან შეტაკებებს ემსხვერპლა. ის უკრაინაში ომის დაწყებისთანავე ჩავიდა და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. არჩილ დევრისაშვილი აგვისტოს ომის ვეტერანი იყო.

"დღეს ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს გმირებს, რომლებიც უკრაინაში რუსეთთან ბრძოლაში დაიღუპნენ. რუსული აგრესია გრძელდება და უკრაინა და უკრაინელი ხალხი აგრძელებს საკუთარი ტერიტორიებისა და სუვერენიტეტის დაცვას. დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას,"- განაცხადა საქართველოში უკრაინის საელჩოს ატაშემ თავდაცვის საკითხებში, სერჰიი კრავჩუკმა.

დღის ამბები