19 სექტემბერი 2024,   19:18
ვრცლად
გავრცელებული ინფორმაციით, რაჭაში ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენიმე ადამიანი მოიყოლა

რამდენიმე წუთის წინ ონის მუნიციპალიტეტში, კერძოდ შოვში, მეწყრის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, მეწყერმა რამდენიმე ადამიანი მოიყოლა.

შემთხვევა სასტუმრო “სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში მიდიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. ადგილზე მიდის “კურიერის“გადამღები ჯგუფიც და დამატებით ინფორმაციას ადგილიდან მოგაწვდით.

 

ასევე ნახეთ : რაჭაში პოლიციის 2 ვერტმფრენით მიემგზავრებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები და სხვა საპოლიციო დანაყოფის წარმომადგენლები - შსს განცხადებას ავრცელებს

დღის ამბები