19 სექტემბერი 2024,   19:17
ვრცლად
დაზიანებულია გზა, როგორც ვიცი, სხვა მხრივ მშვიდობაა - რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი სანთელაძემ "რუსთავი 2-ს" განუცხადა, რომ შოვში მეწყერის შედეგად გზა დაზიანდა, ხოლო დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ აქვს. 

"დაზიანებულია გზა, როგორც ვიცი სხვა მხრივ მშვიდობაა. გარდაცვლილთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გვაქვს. ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ძალები, დაწყებულია სამაშველო ღონისძიება," - აცხადებს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი გიორგი სანთელაძე.

გავრცელებული ინფორმაციით, რაჭაში, შოვში, მეწყერში 16 ადამიანი მოყვა მათ შორის 6 ბავშვია. შემთხვევა სულ ცოტა ხნის წინ სასტუმრო “სანსეტ შოვის“ მიმდებარედ მოხდა.

დღის ამბები