19 სექტემბერი 2024,   19:26
ვრცლად
სტიქიის ზონიდან უკვე ამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვია - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან უკვე ამოყვანილია 12 მოქალაქე, მათგან 5 ბავშვია. მიმდინარეობს აქტიური სამაშველო ღონისძიება. 

სტიქიის ზონაში ბოლო ცნობებით, სულ 13 ადამიანი იყო ჩარჩენილი. 

შოვში სტიქია დაახლოებით დღის 4 საათზე დაიწყო. შოვში, დღეს ჩამოწოლილ მეწყერს, მსხვერპლი არ მოჰყოლია.

თავდაპირველად, მთის წვერიდან მიწის ჩამოშლა დაიწყო, ჩამოშლილი მასა კი მდინარეს შეუერთდა. მეწყერის შედეგად მდინარეში ჩატანილი მასის გამო კალაპოტიდან წყალი გადმოვიდა და ხიდები წაიღო.

მეწყერის შედეგად წამოსულმა მასამ წააქცია ხეები, დააზიანა "სანსეტ შოვის" მიმდებარედ ინფრასტრუქტურა და ჩახერგა გზები. მეწყერის შედეგად წაღებულია სასტუმროში მყოფი დამსვენებლების მანქანებიც.

დღის ამბები