19 სექტემბერი 2024,   19:16
ვრცლად
სტიქიის ზონიდან გამოყვანილ მოქალაქეებს, დროებით ქალაქ ონში მდებარე სასტუმროებში განათავსებენ - ონის მერი

ონის მუნიციპალიტეტის მერის სერგო ხიდაშელის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესი, სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ადამიანების უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანაა. 

მისივე თქმით, სტიქიის ზონიდან გამოყვანილ მოქალაქეებს, მუნიციპალიტეტი დროებით ქალაქ ონში მდებარე სასტუმროებში განათავსებს:

"სტიქიის ზონაში იმყოფებიან შესაბამისი სამსახურები, მათ შორის სამაშველო სამსახური, ადგილობრივი ხელისუფლება, სახელმწიფო რწმუნებული, ასევე იმყოფებიან სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლები, მათი ვერტმფრენი ადგილზეა და უკვე დაიწყება მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა. მუნიციპალიტეტის მხრიდან მოხდება ამ მოქალაქეების დროებით ონის მუნიციპალიტეტში მდებარე სასტუმროებში მოხდება. პირველი ეტაპი არის უმნიშვნელოვანესი და ეს არის მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა. შემდეგ დაიწყება სხვა სამუშაოები და დაითვლება ზარალი. დაშავებულებზე და გარდაცვლილებზე ინფორმაცია ამ ეტაპისათვის არ გაგვაჩნია," - აცხადებს ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგო ხიდაშელი. 

შოვში სტიქია დაახლოებით დღის 4 საათზე დაიწყო. შოვში, დღეს ჩამოწოლილ მეწყერს, საბედნიეროდ მსხვერპლი არ მოჰყოლია.

თავდაპირველად, მთის წვერიდან მიწის ჩამოშლა დაიწყო, ჩამოშლილი მასა კი მდინარეს შეუერთდა. მეწყერის შედეგად მდინარეში ჩატანილი მასის გამო კალაპოტიდან წყალი გადმოვიდა და ხიდები წაიღო.

მეწყერის შედეგად წამოსულმა მასამ წააქცია ხეები, დააზიანა "სანსეტ შოვის" მიმდებარედ ინფრასტრუქტურა და ჩახერგა გზები. მეწყერის შედეგად წაღებულია სასტუმროში მყოფი დამსვენებლების მანქანებიც.

დღის ამბები