19 სექტემბერი 2024,   19:24
ვრცლად
სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთის მოტყუებით მითვისების ფაქზე სისხლის სამართლებრივი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო

სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ხუთი პირის მიმართ, რომელთაგან ერთი ყოფილი მოხელეა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა, 2020-2021 წლებში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ცრუ მოწმეების დახმარებითა და ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების შედეგად, მოტყუებით დაირეგისტრირა, საერთო ჯამში ორ ნახევარი მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთი.

დანაშაული ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები