19 სექტემბერი 2024,   19:30
ვრცლად
დაუდასტურებელი ინფორმაციით შოვში დაკარგული და-ძმა ცოცხლები იპოვეს

"ბათუმელების" ინფორმაციით, შოვში დაკარგული და-ძმა ცოცხლები იპოვეს.

ჯერჯერობით მათი იდენტიფიცირება არ მომხდარია და უცნობია, კონკრეტულად რომელი დაკარგული და-ძმაა, ვინაიდან, გუშინდელი დღის შემდეგ ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმეს დაკარგვის შესახებ, რომლებიც კონტაქტზე ამ დრომდე არ გამოსულან.

დაკარგულებს შორის არიან და-ძმა გიორგი და სოფიო ყარალაშვილები, როგორც მისი მეგობარი ამბობს, ჯერ ვერ დგინდება, არიან თუ არა ცოცხლად ნაპოვნები მისი მეგობრები, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვროენ და რაჭაში დასასვენებლად იყვნენ ჩამოსულები.

ამასთან, და-ძმის პოვნის შესახებ ინფორმაცია ოფიციალური წყაროებით ჯერჯერობით არ დასტურდება.

 

დღის ამბები