19 სექტემბერი 2024,   19:12
ვრცლად
"აბსოლუტურად არ არის საჭირო, შემოვლითი გზებით ეცადონ მოქალაქეები სტიქიის ზონაში შეღწევას, რადგან ეს არის საფრთხის შემცველი" - თემურ მღებრიშვილი მოხალისეებს მიმართავს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა თუ რა ვითარებაა შოვში, სადაც სტიქიის ზონაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.

ამასთან, თემურ მღებრიშვილმა მიმართა იმ მოქალაქეებს, რომლებსაც ოპერაციაში მოხალისეებად ჩართვა სურთ.

დილიდან, მოხერხდა მოზარდის ცხედრის ამოსვენება, გადასვენებულია პროზექტურაში. ამ დროისთვის, ისევ აქტიურად მიმდინარეობს ძებნა-შველის ღონისძიებები. ეტაპობრივად ვაფართოებთ პერიმეტრს. გზა ბოლომდე ჯერჯერობით მიყვანილი არ არის, თუმცა ძირითადი, დაახლოებით 70 პროცენტი გზის უკვე გაყვანილია.

თითოეული აღმოჩენილი ცხედრის, ავტომანქანის თუ სხვა რაიმე ფრაგმენტის იდენტიფიცირებას და რუკაზე დატანას ვახდენთ, შესაბამისად, ანალიზის საფუძველზე იგეგმება სტრატეგია, თუ სად დავიწყოთ კონკრეტულად მუშაობა

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვთხოვო მოსახლეობას - იმ ადამიანებს, რომლებმაც ძალიან მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გამოიჩინეს და გამოთქვეს სურვილი ჩაერთონ მოხალისეებად - საქართველოს კანონით სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მსგავს სიტუაციებზე ტაქტიკურ თუ ოპერატიულ დონეზე პასუხისმგებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ინციდენტზე შემოსული ზარის შემდეგ აბსოლუტურად ყველაფერი კეთდება სწრაფად, ოპერატიულად, შესაბამისი ძალების მობილიზებით. აბსოლუტურად არ არის საჭირო შემოვლითი გზებით ეცადონ მოქალაქეები შეაღწიონ სტიქიის ზონაში, რადგან ეს არის საფრთხის შემცველი," - განაცხადა მღებრიშვილმა.

დღის ამბები