19 სექტემბერი 2024,   19:22
ვრცლად
ვერავინ გააკეთებდა წინასწარ პროგნოზს, რომ ხუთი პროცესი ერთდროულად მოხდებოდა - ნინო ჩხობაძე სტიქიაზე

"ვერავინ ვერ წარმოიდგენდა, რომ ხუთი კომპონენტი ერთდროულად ჩაერთვებოდა ამ სიტუაციაში", - ამის შესახებ "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები საქართველოს" თანათავმჯდომარემ შოვის სტიქიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ნინო ჩხობაძის თქმით, ბუბას მთის დაქანება ძალიან მაღალია, რის გამოც მასამ სწრაფად აკრიფა სიჩქარე.

"კლიმატის ცვლილების ფონზე ვიცით, რომ მყინვარები დნება, ეს მყინვარები უკვე იმდენად მყიფეა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, მისი ჩამონგრევა შეიძლება მოხდეს რამდენიმე ფაქტორის შედეგად, ერთ-ერთი ფაქტორი არის უხვი ნალექი. ვერავინ გააკეთებდა წინასწარ პროგნოზს, რომ ხუთი [პროცესი] ერთდროულად მოხდებოდა მთლიანობაში და ეს არ მოხდებოდა სწრაფად.

ბუბას დაქანება არის საკმაოდ მაღალი, ანუ სიჩქარე აკრიფა დაქანების გამო. ზუსტად ამ წუთას, ახლა მოხდება ამის ჩამონგრევა, ამის გაკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია იმდენად სწრაფია მთის მდინარეები და იმდენად შეუძლიათ ამათ განვითარდეს პროცესი", - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

დღის ამბები