19 სექტემბერი 2024,   19:28
ვრცლად
სადღაც მცირე შეგუბება შეიძლება იყო, მაგრამ ამან გავლენა ვერ მოახდინა მონაცემებზე - თამაზ ყარალაშვილი

გლაციოლოგისა და გეოგრაფიული ინსტიტუტის წარმომადგენლის, თამაზ ყარალაშვილის განცხადებით, რამდენიმე დღის განმავლობაში წყლის წყვეტას ადგილი არ ჰქონია.

"ჭანჭახზე აქვთ დაკვირვების პუნქტი. ბოლო წლებში დაკვირვების პუნქტი არსებობა ძალიან იშვიათობა. იქ რომ შეწყვეტა ყოფილიყო, მაშინ ამ დაკვირვების ფუნქცია დონეებად უნდა დაცემულიყო, რამდენჯერმე გარკვევით თქვეს, რომ დონეები არ დაცემულა, ანუ მუდმივად ხდებოდა მატება, ესა ნიშნავს, რომ სადღაც მცირე შეგუბება შეიძლება იყო, მაგრამ ამან გავლენა ვერ მოახდინა მონაცემებზე, რადგან არ დაფიქსირდა მონაცემებში. წვიმა არის ძალიან ძლიერი ფაქტორი, დნობა არის ძალიან ძლიერი ფაქტორი და ამის ერთმანეთზე დამთხვევა სინერგიას იწვევს, ანუ გაჩნდა ძალა, რომელმაც უნდა წამოიღოს ეს ნაშალი მასალა", - განაცხადა თამაზ ყარალაშვილმა.

 

დღის ამბები