19 სექტემბერი 2024,   19:20
ვრცლად
საქართველოში მოსალოდნელია თბური ტალღა, ტემპერატურა 41 გრადუსს მიაღწევს - გარემოს ეროვნული სააგენტო

მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მომატება (თბური ტალღა). გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცალკეულ დღეებში, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 37, 39◦C, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში 39, 41◦C-ს მიაღწიოს.

ქვეყნის მთიან რაიონებში დღის მაქსიმალური ტემპერატურა 33, 38◦C, მაღალ მთაში 28, 33◦C მდე მოიმატებს.

უწყება აღნიშნავს, რომ მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურები სითბური სტრესის, ტყის ხანძრებისა და მყინვარების დნობასთან დაკავშირებული პროცესების გააქტიურების ხელშემწყობ პირობებს წარმოადგენს.

დღის ამბები