19 სექტემბერი 2024,   19:28
ვრცლად
შოვის სტიქიის გამო, მეგობარი სახელმწიფოები საქართველოს სამძიმრის წერილს უგზავნიან

შოვის სტიქიის გამო, მეგობარი სახელმწიფოები საქართველოს სამძიმრის წერილს უგზავნიან.

"დღეს ჩვენ ვგლოვობთ საქართველოსთან ერთად", - ამის შესახებ ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარემ, ამირ ოხანამ განაცხადა.

მირ ოხანამ დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა, ქართველ ხალხს კი მხნეობა და გამძლეობა უსურვა.

სლოვენიის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოხატავს მომხდარი ტრაგიკული მეწყრის გამო, რომელმაც ამდენი სიცოცხლე შეიწირა.

"ჩვენ გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს და ვუსურვებთ სწრაფ გამოჯანმრთელებას დაშავებულებს", - წერილს უკრაინაში სლოვენიის საელჩო აქვეყნებს.

შოვში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შოვში მომხდარი ტრაგიკული მეწყრის გამო. გულწრფელი სამძიმარი ნატოსგან ჩვენს ქართველ პარტნიორებს. ჩვენი ფიქრები მსხვერპლებთან და მათ ახლობლებთანაა"- წერს ხავიერ კოლომინა.

დღის ამბები