19 სექტემბერი 2024,   19:15
ვრცლად
ეროვნული მონიტორინგის სისტემების აღდგენა 2014 წლიდან ნულიდან დაიწყო, რადგან გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებზე დაკვირვების ქსელი, სრულიად მოშლილი და განადგურებული იყო - გარემოს ეროვნული სააგენტო

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ეროვნული მონიტორინგის სისტემების აღდგენა 2014 წლიდან ნულიდან დაიწყო, რადგან გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებზე დაკვირვების ქსელი, სრულიად მოშლილი და განადგურებული იყო.

უწყების ცნობით, მთელი საქართველოს მასშტაბით, 200-მდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურია განთავსებული, მათგან 20, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში მდებარეობს.

"2014 წლიდან ჩვენ ფაქტობრივად ნულიდან დავიწყეთ ეროვნული მონიტორინგის სისტემების აღდგენა. გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ პროცესებზე დაკვირვების ქსელი იყო სრულიად მოშლილი და განადგურებული; ამ პერიოდიდან მოყოლებული, დაახლოებით 200-მდე ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური გვაქვს განთავსებული მთელი საქართველოს მასშტაბით. ციფრებით, რომ ვისაუბროთ, დაახლოებით 60-მდე ავტომატური მონიტორინგის სადგური განვათავსეთ, ბოლო 3 წლის განმავლობაში, მათ შორის, გეოლოგიური და ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურები მხოლოდ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და აქედან 20 რაჭა-ლეჩხუმის რეგიონშია განთავსებული, რომელიც გვაწვდის ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ამინდის პროგნოზირებისა და მოსალოდნელი პროცესების შესახებ. განვათავსეთ ორი მაღალი გარჩევადობის მეტეოროლოგიური რადარი, რომელიც სრულად ფარავს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიას და გვაძლევს ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას მოსალოდნელი სტიქიების შესახებ. ასევე მიმდინარებს ძალიან სიღრმისეული და დეტალური შეფასებები და კვლევები ხეობებში განვითარებული და მიმდინარე პროცესების შესახებ, რაც ასევე მონიტორინგისა და მიმდინარე მონიტორინგის პროცესების ნაწილია", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღის ამბები