19 სექტემბერი 2024,   19:16
ვრცლად
კატასტროფის მიზეზი მყინვარის ძლიერი დნობა და იქ მიმდინარე პროცესები იყო - ექსპერტი

ექსპერტისა და გეოფიზიკოსის ზურაბ ჯავახიშვილის განცხადებით, შოვში კატასტროფის მიზეზი მყინვარის ძლიერი დნობა და იქ მიმდინარე პროცესები იყო.

მისი თქმით, სტიქიის მასშტაბის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელი იყო.

"კატასტროფის მიზეზი იყო მყინვარის ძლიერი დნობა და იქ მიმდინარე პროცესები. ეს კლდის ჩამოშლა იქნებოდა, ასეთი ვერსიაც განიხილებოდა, თუ სხვა მიზეზით, მაგალითად მყინვარული ტბის უეცრად ამოხეთქა კატასტროფის პროგნოზირება, თუ ვგულისხმობთ კატასტროფის მასშტაბს, რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო ჩვენს პირობებში", - განაცხადა ზურაბ ჯავახიშვილმა.

 

დღის ამბები