19 სექტემბერი 2024,   19:16
ვრცლად
შოვში ხვალიდან სამძებრო ღონისძიებების არეალი ფართოვდება

შოვში, ტრაგედიის ადგილას სამძებრო სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. ხვალიდან, სამძებრო ღონისძიებების არეალი ფართოვდება. მეწყერის ჩამოწოლის ადგილას მეცხრე ლოკაცია დაემატება, სადაც სამძებრო ღონისძიებები განხორციელდება. 

ცოტა ხნის წინ კი, საგანგებო შტაბში ბოლო თათბირი დასრულდა. ონის მუნიციპალიტეტის მერი, სერგო ხიდეშელი ამბობს, რომ სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ყველა შესაბამისი უწყებაა ჩართული.  

"ამ ეტაპზე 8 პრიორიტეტულ ლოკაციაზე მიმდინარეობს სამუშაოები, სადაც შესაძლებელი იყო მოქალაქეები ყოფილიყვნენ. გაჭრილია გზა მინერალური წყლებისკენ, ე.წ. კალცის წყლის მიმდებარე ტერიტორიისკენ. დამონტაჟებულია ხიდი, ასევე საფეხმავლო ხიდებია თავდაცვის ძალების მიერ დამონტაჟებული და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები,“ - აცხადებს სერგო ხიდეშელი.

 

დღის ამბები