19 სექტემბერი 2024,   19:17
ვრცლად
შოვში სამძებრო ოპერაცია გრძელდება - როგორია ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან

შოვში, სამძებრო ოპერაცია აქტიურ რეჟიმში გრძელდება. სამუშაოების არეალი დღეს გაფართოვდა და 10 წერტილში მიმდინარეობს. სტიქიის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. რამდენიმე საათის წინ, მდინარის კალაპოტში დაღუპული ქალი იპოვეს, ასევე ნაპოვნია კიდევ ერთი ცხედრის ფრაგმენტი.

"90-მდე მძიმე ტექნიკა არის ჩართული სამუშაოებში, სამუშაო პირობები რთულია იმ მოცემულობიდან გამომდინარე, რაც არსებულ მასასთან მიმართებაში ძალიან რთულად ექვემდებარება დამუშავებას, თუმცა ამ მიმართულებით წინ მივიწევთ. სამუშაოების პროგრესიდან გამომდინარე შესაძლებელია ლოკაციები დაემატოს. ძალიან ინტენსიური სამუშაო ჩატარდა,"- აცხადებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე.

მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე კი აცხადებს, რომ მოხალისეების აუცილებლობა ადგილზე არ არის და ამან შესაძლოა მიმდინარე სამუშაოებს პირიქით, ხელი შეუშალოს.

მისივე თქმით, თუ საჭიროება გახდება ხალხის დამატება, ამას შესაბამისი სტრუქტურები უზრუნველყოფენ.

დღის ამბები