19 სექტემბერი 2024,   19:25
ვრცლად
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია შოვში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა - სტიქიის ზონაში 100 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა მუშაობს

სამძებრო სამაშველო ოპერაცია შოვში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. გვიან ღამით დასრულდა საგანგებო შტაბის შეხვედრა ონში, სადაც ახალ სტრატეგიასა და გეგმებს განიხილავდნენ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დამატებითი გზების გაჭრა დროულად იქნას შესაძლებელი.

დღის ბოლოს სტიქიური უბედურების ზონაში არსებული ვითარება ინფრასტრუქტურის მინისტრმა შეაჯამა. ირაკლი ქარსელაძის ინფორმაციით, ჭანჭახის კალაპოტთან მონიტორინგის ჯგუფები მუშაობენ, ადგილზე რჩება 400 სამაშველო ბრიგადა და ათეულობით ჯარისკაცი. გაიზარდა მძიმე ტექნიკის რაოდენობა. ამ ეტაპზე სტიქიის ზონაში 100 ერთეულზე მეტი სპეცტექნიკა მუშაობს.

"ტექნიკის შემოსვლა გრძელდება, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ტექნიკის გამოყენების შესაძლებლობები მეტი ჩნდება ნაწარმოები სამუშაოების შედეგად და რეალურად, მომდევნო ორი დღის განმავლობაში უკვე მძიმე ტექნიკა, დაახლოებით 100 ერთეულს გადააჭარბებს. ძირითადად, აქ ჭარბობს კვლავ ექსკავატორები, ბულდოზერები. მოვახერხეთ ასევე წყლის თავის ძველ კალაპოტში დაბრუნება, ანუ ხიდის ქვეშ გადის ახლა, რამაც შესაძლებლობა მოგვცა, რომ შველა-ძიების სამუშაოები უშუალოდ მჟავე წყლების მდებარეობაში გვეწარმოებინა. ხიდის მონტაჟთან ერთად ორი მდებარეობა გვაქვს, სადაც ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები. ეს არის გზის ადგილას, ძველი გზა არსებობდა , ისევე როგორც მიმდებარე ქვაბული," - აცხადებს ირაკლი ქარსელაძე.

დღის ამბები