19 სექტემბერი 2024,   19:22
ვრცლად
შენობა, რომელსაც "საქაერონავიგაცია" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აშენებს, არანაირ კავშირში არ არის სამაშველო ვერტმფრენებთან, მის მომსახურებასთან და ოპერირებასთან - "საქაერონავიგაცია"

"საქაერონავიგაცია" კატეგორიულად უარყოფს ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "საქაერონავიგაციის" კუთვნილ ტერიტორიაზე შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის სამშენებლო სამუშაოების ჩასატარებელი ტენდერის გამოცხადების დაჩქარება, შოვის ტრაგედიამ განაპირობა.

მიზანმიმართულად მოხდა "საქაერონავიგაციის" საავიაციო ძებნა-შველის საკოორდინაციო ცენტრის ფუნქციის, საგანგებო სიტუაციების სამაშველო სამსახურთან არევა.

"საქაერონავიგაცია" შვეულმფრენის ანგარისა და ძებნა-შველის ოფისის მშენებლობის დაწყებას, 3 წლის წინ გეგმავდა, თუმცა პროექტის განხორციელება პანდემიის გამო შეფერხდა.

შენობა, რომელსაც "საქაერონავიგაცია" თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიაზე აშენებს, არანაირ კავშირში არ არის სამაშველო ვერტმფრენებთან, მის მომსახურებასთან და ოპერირებასთან - განმარტავს უწყება.

დღის ამბები