19 სექტემბერი 2024,   19:29
ვრცლად
დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის წამების დღეა - ტრაგედიიდან 15 წელი გავიდა

დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის წამების დღეა. ზუსტად 15 წელი გავიდა 2008 წლის 9 აგვისტოდან, იმ დღიდან როდესაც გიორგი ანწუხელიძე ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს, რომლებმაც ის წამებით მოკლეს.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის ნოემბრამდე უგზო უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი სწორედ გიორგი ანწუხელიძე იყო. 2009 წლის იანვარში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოები, რომელშიც მისი წამების კადრები იყო ასახული.

გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით. მინიჭებული აქვს სხვა ჯილდოებიც.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყველა ეროვნული გმირის ოჯახს უსამძიმრებს.

"დღეს საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის გარდაცვალებიდან 15 წელი გავიდა. მინდა მისი სახით პატივი მივაგო ყველა ქართველ გმირს, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაიღუპა,"- აცხადებს პაპუაშვილი.

 
დღის ამბები