19 სექტემბერი 2024,   19:27
ვრცლად
რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, ილოცონ საქართველოში დამანგრეველი მეწყრის შედეგად დაზარალებულებისთვის

რომის პაპმა მორწმუნეებს მოუწოდა, ილოცონ საქართველოში დამანგრეველი მეწყრის შედეგად დაზარალებულებისთვის. პაპმა ფრანცისკემ მხარდაჭერა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს და სამძებრო-სამაშველო ჯგუფებს.

"ბოლო დღეებში სლოვენიასა და საქართველოში დრამატული ბუნებრივი მოვლენები მოხდა, რამაც გამოიწვია სიკვდილი და მატერიალური ზიანი. ვლოცულობ დაღუპულებისთვის, მათი ოჯახებისა და ყველა იმ ადამიანის მიმართ ,ვინც ამ კატასტროფების შედეგად იტანჯება. მადლობას ვუხდი მათ, ვინც დახმარება შესთავაზა მოსახლეობას განსაკუთრებით კი მოხალისეებს," - აცხადებს რომის პაპი ფრანცისკე.

 

დღის ამბები