19 სექტემბერი 2024,   19:14
ვრცლად
რა გადაიტანეს და რა მოასწრეს 8-10 წუთში შოვში მყოფმა ადამიანებმა - სტიქიურ უბედურებას გადარჩენილები თავიანთ ისტორიებს "კურიერთან" იხსენებენ

3 აგვისტო, 15საათი და 10 წუთი, - დაახლოებით ამ დროს შევიდა 112-ში პირველი ზარი, ამის შემდეგ, ზუსტად შვიდი დღეა მაშველები 24 საათის განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ. სტიქიის ზონიდან გამოყავთ გადარჩენილები, დაკარგულებს ეძებენ.

მეწყერის ტალღების დინებას ჩახუტებულ შვილთან ერთად, გიო ადამია რამდენიმე საათის განმავლობაში მიყვებოდა. 6 წლის თომა ხეზე 2 საათი იჯდა. გადარჩენის იმედი მამა - შვილს მხოლოდ , მაშველების და ვერტმფრენის დანახვისას გაუჩნდათ.

სტიქიას გადაურჩა თენგიზ ბიჭაშვილი. შოვის ტყეში სოკოს საკრეფად იყო წასული, როცა მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის დაწყებამდე უცნაური ხმა გაიგო, შემდეგ შველას ითხოვდა. ტალახის მასიდან სამშვიდობოს მაშველებმა გამოიყვანეს, ვერტმფრენმაც მოაკითხა.

სოფელ გლოლაში ეკლესიასთან სტიქიას გადარჩენილი გულნაზი ბიჭიაშვილი ზის. იხსენებს, რომ 3 აგვისტო მზიანი, ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ყველაფერი წამებში შეიცვალა. საკუთარი თვალით, მეწყერის ჩამოწოლა და განადგურებული შოვი ნახა.

შოვის ტრაგედიიდან ზუსტად ერთი კვირა გავიდა. შვიდი დღეა მაშველები ტრაგედიის ადგილას შეუჩერებლად მუშაობენ. სამუშაოს დაწყებიდან მათთვის ერთადერთი სურვილი ყველას გადარჩენა იყო. სტიქიის ზონიდან ბევრი უვნებლად გამოიყვანეს. იყო იმედგაცრუებაც, როცა პირველი ცხედარი იპოვეს.

მაშველები ტალახის რამდენიმე მეტრიან მასაში დღე და ღამე მუშაობენ და 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეძლეს. სტიქიის ზონაში ერთადერთი იმედი ისინი იყვნენ და ახლაც არიან.

დღის ამბები