19 სექტემბერი 2024,   19:22
ვრცლად
რაჭაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს - 12 დაკარგულს ისევ ეძებენ

რაჭაში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მეხანძრე მაშველები და სამხედროები 12 დაკარგულს ისევ ეძებენ. ნაპოვნია 21 ცხედარი, მათგან 19 იდენტიფიცირებულია. გაფართოვდა ძებნის არეალი, სამძებრო სამუშაოები 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს.

პარალელურად, სოფელ გლოლაში დროებითი ხიდის მშენებლობა თითქმის დასრულებულია. მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, რომ სოფელში უსაფრთხოდ გადაადგილდეს.

სტიქიის ზონაში ნაპოვნია 21 ადამიანის ცხედარი, მათგან 19 იდენტიფიცირებულია, ორთან დაკავშირებით კი დნმ ანალიზის კვლევა მიმდინარეობს. ოფიციალური მონაცემებით, 12 ადამიანი დაკარგულად ითვლება. 

დღის ამბები