19 სექტემბერი 2024,   19:27
ვრცლად
Starring Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ერთ-ერთი სტუმარი VR HOLDING-ისგან საჩუქრად ბინას მიიღებს

7 ოქტომბერს Starring Georgia-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების ერთ-ერთი სტუმარი ბინის მფლობელი გახდება. გათამაშების პირობები მარტივია, გამარჯვებულს კი საცხოვრებელ კომოლექსში VR SHEKVETILI FOREST BEACH ბინას VR HOLDING გადასცემს.

გათამაშებაში მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეუძლია, რომელიც STARRING GEORGIA – ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებიდან ერთ-ერთს დაესწრება. მონაწილეობის მსურველმა ღონისძიების განმავლობაში VR HOLDING-ის ფოტო სივრცეში ფოტო უნდა გადაიღოს. ღონისძიების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში კი VR HOLDING-ის ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაცია გაიაროს.

აღსანიშნავია, რომ ერთ ადამიანს გათამაშებაში მონაწილეობა იმდენჯერ შეუძლია, რამდენ ღონიძიებასაც დაესწრება. ეს კი მოგების შანსს მნიშვნელოვნად ზრდის.
Starring Georgia-ის ფარგლებში შემდეგი ღონისძიებებია დაგეგმილი:


• 10 აგვისტო - Damian Lazarus, The Social Space

• 15 აგვისტო - The Killers, Black Sea Arena

• 18 აგვისტო - All Day I Dream, The Social Space

• 31 აგვისტო - Imagine Dragons, Lokomotivi Stadium

• 1 ოქტომბერი - Bruno Mars, Dinamo Arena

რას შეეხება VR Shekvetili Forest Beach-ს, ის სასტუმრო „პარაგრაფის“ მომიჯნავედ 40 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენდება. ბუნების 4 მაცოცხლებელი ელემენტი და მსოფლიოს უახლესი არქიტექტურის სინთეზი რეგიონში მიზიდულობის ახალ ეპიცენტრს გააჩენს.
პროექტის მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურა მოიცავს: ყვითელი ქვიშის სანაპირო აუზებს, ღია და დახურულ სპორტულ მოედნებს, კონცეპტუალურ რესტორნებს, საკონცერტო და გასართობ სივრცეებს, ადგილზე დახურული აკვაპარკი, სპა და ველნეს ცენტრიც მოეწყობა.

შეგახსენებთ, რომ გათამაშება 7 ოქტომბერს გაიმართება.

დღის ამბები