19 სექტემბერი 2024,   19:31
ვრცლად
პანიკის გამო მოქალაქეები აივნებიდან გადახტნენ - თურქეთში მიწისძვრის შედეგად 23 ადამიანი დაშავდა

თურქეთში 5,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა 23 ადამიანი დაშავდა. პანიკის გამო ისინი აივნებიდან გადახტნენ. დაზიანდა სახლების და შენობების ნაწილი.

მიწისძვრის ეპიცენტრი მალათიის პროვინციაში, შვიდი კილომეტრის სიღრმეზე იყო. მიწისძვრა იგრძნობოდა ახლომდებარე პროვინციებშიც.

დღის ამბები