19 სექტემბერი 2024,   19:23
ვრცლად
ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან აქცია გამართეს

ქუთაისის მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებმა მორიგი აქცია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტთან გამართეს. ისინი ქარხნის ამუშავებას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ 350 ადამიანი სამი თვეა უმუშევარი დარჩა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქარხანაში არსებული პრობლემები გამოსწორდა, დამონტაჟდა ფილტრები და ვენტილაცია გაიწმინდა, ამიტომ შესაძლებელია ამუშავება.

მეტალურგიული ქარხანა მოსახლეობის პროტესტის ფონზე რამდენიმე თვის წინ გაჩერდა, რადგანაც გამონაბოლქვის გამო გარემო ბინძურდებოდა. დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თანამშრომლების მოთხოვნასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთეს.

დღის ამბები