19 სექტემბერი 2024,   19:32
ვრცლად
"დაგეგმილია საცურაო კომპლექსის აღდგენა" - "ლაგუნა ვერეს" ახალი მფლობელი კომპანია განცხადებას ავრცელებს

კომპანია "ნეო სითი დეველოპმენტის" განცხადებით, რომელმაც "ლაგუნა ვერე" შეისყიდა "ლაგუნა ვერეს" სპორტულ-გამაჯანსაღებელი აუზი თბილისს მალე დაუბრუნდება. 

განცხადების თანახმად, დაგეგმილია საცურაო კომპლექსის და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა.

"დაგეგმილია საცურაო კომპლექს ლაგუნას აღდგენა და მისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციის აღდგენა. სამუშაოები  დაიწყება შესაბამისი კვლევების მომზადებისა და სანებართვო დოკუმენტაციის აღების შემდგომ და დასრულდება მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობის დასრულებასთან ერთად. 

კომპანია წარმოადგენს ლაგუნა ვერეს განვითარების პროექტს. ქალაქს ექნება ევროპული სტანდარტების სპორტული კომპლექსი, რომლის ისტორიაც 1978 წელს იწყება. აუზი მისი გამორჩეული დიზაინითა და არქიტექტურით ცურვის მოყვარულებსა და პროფესიონალებს მაღალი სტანდარტის უნიკალურ სივრცეს შესთავაზებს. 70-იანი წლების თბილისის მოდერნიზმის გამორჩეული ნიმუში დაიბრუნებს პირველსახეს," - ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები