19 სექტემბერი 2024,   19:30
ვრცლად
საწარმოში მუშა მარგანეცის ქვეშ მოყვა და ადგილზე დაიღუპა

რუსთავში, ქიმიურ საწარმო შპს "ემენ ქემიკალ ჯორჯიაში" უბედური შემთხვევა მოხდა. პროფესიული მოვალეობისს შესრულების დროს 50 წალამდე კაცი დაიღუპა. საწარმოში მარგანეცის დასაგროვებელმა ბუნკერმა სიმძიმეს ვერ გაუძლო, ჩამოიშალა და მის ქვეშ მდგარი კაცი მარგანეცის ქვეშ მოიყოლა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას, სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დღის ამბები