19 სექტემბერი 2024,   19:20
ვრცლად
ტაიფუნმა "ხანუნმა" რუსეთში ათასობით სახლი დატბორა - გარე სამყაროს მოწყდა 28 დასახლება

ტაიფუნმა "ხანუნმა" რუსეთში ათასობით სახლი დატბორა. მოსკოვის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, პრიმორსკი კრაის რეგიონში, წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრის მიზნით სამუშაო ჯგუფები გაიგზავნა, ევაკუირებულია 2000-ზე მეტი ადამიანი.

მათი ინფორმაციით, დაიტბორა 4 368 საცხოვრებელი კორპუსი, 5 654 საყოფაცხოვრებო ნაკვეთი. გარე სამყაროს მოწყდა 28 დასახლება.

რეგიონის ტერიტორიაზე განთავსდა 13 დროებითი დასახლების ცენტრი, რომელშიც 550-ზე მეტი ადამიანი იმყოფება.

გავრცელებული ცნობით, წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაში სულ 653 ადამიანი და 205 ერთეული ტექნიკაა ჩართული. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

დღის ამბები